გაცვლითი პროგრამები
გაცვლითი პროგრამები

გერმანიის ნორთჰამ–ვესტფალენიოს მხარეში, დიუსელდორფტან ახლოს, მდებარეობს ქალაქი უნა. ამ ქალაქის პეტერ ვაისის სახელობის სკოლასთან თბილისის საერო სკოლა ,,ოლიმპი’’ თანამშრომლობს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ის მოსწავლეები, რომლებიც გერმანულ ენაში ტესტირების გავლის შემდეგ საუკეთესო შედეგებს იღებენ, მასწავლებელთან ერთად გერმანიაში მიემგზავრებიან. მოსწავლეები ცხოვრობენ თანატოლების ოჯახებში, დადიან სკოლაში, ხოლო პროგრამის ხელმძღვანელი პედაგოგები მონაწილეობენ კოლეგებთან ერთან დაგეგმის სასკოლო თუ კლასგარეშე აქტივობებში.მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არა მარტო მოსწავლეები ხვეწენ ენას თანატოლებთან ურთიერთობისა და გაკვეთილებზე დასწრების საშუალებით, არამედ გერმანული ენის პედაგოგიც ჩართულია გერმანული სკოლის სასწავლო პროცესში და სხვადასხვა აქტივობაში. უნას პეტერ ვაისის სკოლაში სწავლობს 1200–ზე მეტი მოსწავლე. სკოლა განთავსებულია 7 კორპუსში, თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში. სკოლა სახელმწიფოა, წრეობრივი სწავლება უაღრესად მრავალფეროვანი და უფასოა. ,,ოლიმპის’’ მოსწავლეებისათვის უნას სკოლაში გატარებული დღეები, ასევე, თანატოლებთან ოჯახებში სტუმრობა მათთვის მეტად საინტერესო იყო.პროგრამის ფარგლებში „ოლიმპს“ სტუმრობენ გერმანული სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი, რომელიც მონაწილეობს ჩვენი სკოლის სასწავლო პროცესში, ატარებს გაკევეთილებს, მონაწილეობს შეხვედრებსა და ექსკურსიებში.

სამომავლოდ დაგეგმილი გავქვს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობებისა და თანამშრმლობის გაფართოება და გაცვლითი პროგრამების გამრავალფეროვნება.

gacvliTi programebi germaniis norTham–vestfalenios mxareSi, diuseldorftan axlos, mdebareobs qalaqi una. am qalaqis peter vaisis saxelobis skolasTan Tbilisis saero skola ,,olimpi’’ TanamSromlobs gacvliTi programis farglebSi. is moswavleebi, romlebic germanul enaSi testirebis gavlis Semdeg saukeTeso Sedegebs iReben, maswavlebelTan erTad germaniaSi miemgzavrebian. moswavleebi cxovroben Tanatolebis ojaxebSi, dadian skolaSi, xolo programis xelmZRvaneli pedagogebi monawileoben kolegebTan erTan dagegmis saskolo Tu klasgareSe aqtivobebSi.mniSvnelovania is faqti, rom am periodis ganmavlobaSi ara marto moswavleebi xvewen enas TanatolebTan urTierTobisa da gakveTilebze daswrebis saSualebiT, aramed germanuli enis pedagogic CarTulia germanuli skolis saswavlo procesSi da sxvadasxva aqtivobaSi. unas peter vaisis skolaSi swavlobs 1200–ze meti moswavle. skola ganTavsebulia 7 korpusSi, Tanamedrove da keTilmowyobil garemoSi. skola saxelmwifoa, wreobrivi swavleba uaRresad mravalferovani da ufasoa. ,,olimpis’’ moswavleebisaTvis unas skolaSi gatarebuli dReebi, aseve, TanatolebTan ojaxebSi stumroba maTTvis metad saintereso iyo.programis farglebSi „olimps“ stumroben germanuli skolis moswavleebi da pedagogi, romelic monawileobs Cveni skolis saswavlo procesSi, atarebs gakeveTilebs, monawileobs Sexvedrebsa da eqskursiebSi. samomavlod dagegmili gavqvs ucxoel partniorebTan urTierTobebisa da TanamSrmlobis gafarToeba da gacvliTi programebis gamravalferovneba.